ღვინო, ლუდი, ბურნუთი, წამალი და მრავალფეროვნების კარგვა — ეთნობოტანიკური მოგზაურობანი საქართველოს კავკასიაში
Date
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
University of Hawaii Press
Abstract
კონტექსტიკვლევები ჩატარდა 2013 წლის ივლისში საქართველოს ეთნობოტანიკური კვლევისა და შესაბამისი ტრენინგის ფარგლებში. რესპონდენტებისგან ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ ვატარებდით გამოკითხვას და ვიღებდით ფოტოსურათებს. ინტერვიუებისათვის ვიყენებდით ნახევრად-სტრუქტურირებულ კითხვარებს. ვაროვებდით ფიზიკური (ნიადაგი, წყალი და სხვა გეოგრაფული ელემენტები), ბიოლოგიური (გამოყენებულ მცენარეთა ნაწილები, მცენარეები მთლიანად, ცხოველები, ეკოსისტემები, ლანდშაფტები) და კულტურული (ნაკეთობები, სოფლები, ყანები და სხვა ანთროპოგენული ლანდშაფტები, ადამიანები და მათი ჯგუფები ერთმანეთთან და მკვლევარებთან ურთიერთობისას, ასევე ხალხი მათი ყოველდღიური საქმიანობისას) გარემოს ფოტოდოკუმენტაციას. ფოტოების უმრავლესობა ბუნებრივ ვითარებას ასახავს და მხოლოდ სურ. 79-81 არის „დადგმული“.